საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, “TV პირველის” მფლობელის, ბიზნესმენ ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდება.
უწყების ინფორმაციით, ვატო წერეთლის გამოკითხავზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ, შანსი ნული გაქვთ, ყველას ვერ დაიჭერთ - ტვ პირველის დამფუძნებელი
ვატო წერეტელი პროკურატურაში დაიბარეს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით ,,თიბისი ბანკისგან“ სესხის სახით მიიღეს 16 664 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.
"მოიცალეს ბიჭებმა. რა გაეწყობა, ვასრულებ შვებულებას"- ინგა გრიგოლია ტვ პირველის დამფუძნებელს ეხმაურება
კრიტიკული სიტყვა არსაიდან აღარ ისმოდეს?
გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის – „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M”-დან მიღებული 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
საქართველოს გენერალური პროკურატურაში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.