LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტვ „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი პატიმრობაში რჩება

125
გია გიგუაშვილი - ლაშქარავაზე თავდამსხმელი

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტვ „პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე თავდამსხმელი, გია გიგუაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გიგუაშვილი ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს, კერძოდ კი, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას.

გარდა ამისა, ლექსო ლაშქარავას ცემის ეპიზოდზე ბრალი კიდევ 5 პირს აქვს წარდგენილი, ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში რჩება. რაც შეეხება უშუალოდ, გიგუაშვილს, მას 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთან, გიგუაშვილის დაცვის მხარე 3 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გია გიგუაშვილი 5 ივლისს ტვ „პირველის“ ოპერატორს თავს „სირცხვილიას“ ოფისში დაესხა. შსს ინფორმაციით, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 29 პირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g