LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტვ პირველმა”, “მთავარმა”, “ფორმულამ”, და “კავკასიამ” მაუწყებლობა განაახლეს – პროტესტი არ დასრულებულა

76
leqsostvis

ოთხმა ტელეკომპანიამ “ტვ პირველმა”, „მთავარმა“,  „ფორმულამ” და „კავკასიამ” მაუწყებლობა განაახლა.

თუმცა ჟურნალისტების პროტესტი არ დასრულებულა. ისინი გარდაცვლილი კოლეგის, ლექსო ლაშქარავას საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებენ.

მედიის მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი, დაისაჯოს ყველა მოძალადე.

დაგეგმილია მასშტაბური აქცია, რომელიც შაბათს 18:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. მედიის სამოქმედო გეგმა სწორედ ამ აქციაზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, ოთხი ტელეკომპანია 24 საათის განმავლობაში გათიშული იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g