LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თვალი არის ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ვირუსი შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში“ – თამუნა კვიტაშვილი თვალების სწორად დაცვაზე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

1454
kvitashvilii

შესაძლოა თუ არა, თვალი გახდეს ახალი კორონავირუსის მიმღები და ორგანიზმის ინფიცირების წყარო – ამ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ექიმმა-ოფთალმოლოგმა თამუნა კვიტაშვილმა ისაუბრა:

„რაც შეეხება კავშირს ახალ კორონავირუსსა და თვალს შორის, თვალი არის ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ვირუსი შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში და გამოწვიოს მისი დაინფიცირება. შესაბამისად, თვალს ისევე სჭირდება დაცვა, როგორც ცხვირსა და პირის ღრუს. აქედან გამომდინარე, არის მოწოდებული ყველა ის ჰიგიენური ღონსიძიება, რომელიც ამის პრევენციას მოახდენს. პირველ რიგში ეს გახლავთ ხელების ხშირი დაბანა, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი სრულიად გაუთვითცნობიერებლად, საათის განმავლობაში დაახლოებით 16-ჯერ ეხება სახეს.

თუ ვირუსით დაინფიცირებული ხელი მოხვდა თვალზე, შესაძლოა, ამ გზით მოხდეს დაინფიცირება. რეკომენდაცია განსაკუთრებით ეხება იმ პირებს, რომლებიც ვერ იცავენ თვითიზოლაციისა და სოციალური დისტანცირების ნორმებს.

მნიშვნელოვანია, რომ თვალი იყოს ისევე დაცული, როგორც ცხვირისა და პირის ღრუ. არსებობს სპეციალური დამცავი სათვალეები, ფარები. განსაკუთრებით იმ ჯგუფისთვის, ვისაც უწევს კონტაქტი ადამიანებთან, თვალი უნდა იყოს დაცული. გახსოვთ ალბათ, რომ ერთი თვის წინ, როდესაც პანდემია ჯერ არ იყო გამოცხადებული, ჯანმოს რეკომენდაცია ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ჯანმრთელ ადამიანს ის არ სჭირდებოდა. დღეს ეს რეკომენდაცია შეიცვალა და ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთი კი გახლავთ ის, რომ ასეთი მასიური გავრცელების პირობებში ყველა ადამიანი მაინც უნდა იყოს განხილური როგორ პოტენციური რისკის მატარებელი.  კვლევებმა აჩვენა, რომ 15-დან 18 პროცენტში ვირუსი შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმტომოდ. ამიტომ ეს ნიღბები და ფარები გვიცავს არა მარტო ჩვენ სხვებისგან, არამედ სხვა ადამიანებს იცავს ჩვენგან, თუ ვართ ვირუსის მატარებლები.

მოგეხსენებათ, ვირუსის გადაეცემა წვეთოვანი გზით, როდესაც შესაძლებელია ვირუსის შემცველი წვეთი მოხვდეს თვალზე ან პირის ღრუში. ასევე, შესაძლოა დაინფიცირება მოხდეს ხელების საშულებით, როდესაც ხელი არაა სათანადოდ ჰიგიენურად დამუშავებული. შესაბამისად, ეს ფარი გახლავთ ერთგვარი ბარიერი და გვზღუდავს, რომ  მექანიკურად ხელი არ მოვიკიდოთ თვალსა და სახეზე. ჩვეულებრივი ოპტიკური სათვალე გარკვეულ პროტექციას იძლევა, მაგრამ არა 100 პროცენტიანს. თუ ადამიანებს ახლო კონტაქტი აქვთ სხვა ადამიანებთან, აქაც სპეციალური ფარების გამოყენებაა რეკომენდებული, რადგან ის ყველა მხრიდანაა დაცული. მინდა ყურადღება გავამახვილო ამ საშუალებების სწორად დამუშავებაზე. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სათვალე უკეთიათ არა მარტო დაცვის მიზნით, არამედ ოპტიკური კორექცისათვის. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ გაიწმინდოს არა მარტო სათვალის მინები, არამედ მოხდეს ჩარჩოსა და მთლიანად სათვალის დამუშავება. ვიცით, რომ ვირუსი ინაქტივირდება საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებებით. ამ უკანასკნელს მე არ ვურჩევდი მათ, ვისაც სათვალე ოპტიკური კორექციისთვის უკეთია. ალკოჰოლმა შესაძლოა, დააზიანოს სათვალის მინები და მისი ხარისხი გააუარესოს. ამიტომ ყველაზე კარგი საშუალება, არის თბილი გამდინარე წყალი, რომ საპნით ან ჭურჭლის სარეცხი საშუალებით მოხდეს არა მარტო შუშების, არამედ ჩარჩოს ჰიგიენური დამუშავება.

სრულად პოდკასტი იხილეთ აქ:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები