LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვალზე აფარებული ხელი 2: რუსებმა ქართველები გუნდიდან გაუშვეს (ვიდეო)

188
65188

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის დაახლოებით ერთი კვირის წინანდელ შეხვედრაში, მოსკოვის კლუბ „სლავას“ ქართველმა მოთამაშეებმა ცნობილი ჟესტი გაიმეორეს: რეზი ბროძელმა გატანილი ლელო თბილისური პროტესტების ჟესტით აღნიშნა – თვალზე ხელი აიფარა! მას საბა ილურიძემაც მიბაძა.

რუსებს ეს ამბავი არ გაუტარებიათ. ატეხილი ისტერია სპორტსაც გადაწვდა და ქართველი მორაგბეები გუნდიდან დაითხოვეს.

თვალზე აფარებული ხელი: ქართველებმა რუსეთში ლელო ცნობილი ჟესტით აღნიშნეს (ფოტო)

ასეთი მაგარი რამ გააკეთეს ჩვენმა ქართველმა მორაგბეებმა მტერ ქვეყანაში - წერენ სოცქსელში.

რეზი ბროძელმა პირველი კომენტარი adjarasport.com-თან გააკეთა:

“მათ არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. ამბობენ, რომ პოლიტიკა სპორტთან არაფერ შუაშია, თუმცა, როგორც ხედავთ, სინამდვილეში, ასე არ ფიქრობენ.
მე ჩემს ერს და ხალხს გამოვუცხადე სოლიდარობა. ასე მოვიქცეოდი პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან, თუ ამის შანსი მომეცემოდა… რუსეთის რაგბის ფედერაციაში ეს ჟესტი ძალიან მძაფრად მიიღეს და 2 წლის ბავშვებივით გაიბუტნენ.
სულ რომ 100-ჯერ გამიმეორდეს ეს მომენტი, ყოველ ჯერზე ასე მოვიქცეოდი…“

თავად „სლავას“ ოფციალურ გვერდზე ამის შესახებ არაფერი წერია, სიჩუმეა რუსულ სპორტულ პრესაშიც.

უგუნდოდ დარჩენილი ჩვენი მორაგბეები საქართველოში ჩამოვლენ და ახალ გუნდში მოწყობას შეეცდებიან.

სოცქსელებში ქომაგები ბიჭებს საქციელს უწონებენ, წარმატებებს უსურვებენ და დარწმუნებული არიან, რომ უკეთეს გუნდებში მოხვდებიან.

ცნობისათვის, “სლავაში” არაერთი ქართველი მორაგბეა, მათ შორის სამწვრთნელო შტაბში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები