LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ თვეში საქართველოდან ბარსელონაში, პარიზში ან რომში ჩაფრენა 200 ევრომდე დაგიჯდებათ

104
a6f7e66a6031337001655d616ce68fc7-XL

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას. უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით სპეციალური რეისები დაინიშნა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებს ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air შემდეგი განრიგით განახორციელებენ:

13 ივლისი, ავიაკომპანია Myway Airlines, თბილისი – ვარშავა – თბილისი;

15 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ბარსელონა – ქუთაისი – ბარსელონა;

17 ივლისი, ავიაკომპანია Myways Airlines, თბილისი – რომი – თბილისი;

22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი;

28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი – ათენი – ქუთაისი

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სპეციალურ რეისებზე მგზავრობის საფასური არ აღემატება 200 ევროს. ავიაბილეთების შეძენის პირობები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები