LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტვინდემია“ სახეზეა, მეხუთე ტალღა დაწყებულია – მაია ჩხაიძე

136
BeFunky-collage (8)

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში “ტვინდემია” უკვე სახეზეა და მეხუთე ტალღა დაწყებულია.

„მომართვიანობა სხვა ინფექციების გამო გაიზარდა, რადგანაც სეზონური ვირუსები დაიწყო და „ტვინდემია“ ნამდვილად სახეზეა. დაწყებულია მეხუთე ტალღა, რადგან შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მომატებულია.

ვფიქრობ, მეხუთე ტალღა უფრო მძიმე იქნება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ “ქრონიკასთან”.

მისივე თქმით, ციციშვილის კლინიკაში ამჟამად 4 თავისუფალი ადგილია, კლინიკაში 108 პაციენტია, აქედან რეანიმაციაში 21 მკურნალობს

19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 2 082, ხოლო გარდაიცვალა 36 ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები