ტვიტერში საფეხბურთო კლუბების ექაუნთების პოპულარულობის თემაზე ჩატარებულმა კვლევამ საინტერესო შედეგები დადო. ლიდერი მადრიდის „რეალია“ (24,6 მლნ ხელმომწერი). მას „ბარსელონა“ მოყვება (22,3 მლნ). სამეული შესამჩნევი ჩამორჩენით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დახურა (12,4 მლნ).
მეოთხე ადგილს რა გასაკვირია და ლონდონის „არსენალი“ იკავებს (10,6 მლნ), მეხუთეა – „ჩელსი“ (9,2 მლნ).
2006 წლიდან 2014 წლამდე „არსენალი“ სწორედ მეოთხე ადგილზე ამთავრებდა ჩემპიონატს.
მხოლოდ გასულ სეზონში აღმოჩნდნენ „მეთოფეები“ ოთხეულს მიღმა (ბოლო 21 წლის განმავლობაში) და მეხუთეზე გავიდნენ.