LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავი ცის პანორამული ხედებით – ბრიტანელი ტექნოლოგების ახალი გამოგონება

72

უფანჯრო თვითმფრინავი მგზავრებს ცის პანორამულ ხედს გადაუშლის. მას შემდეგ რაც ისტორიაში პირველი ავიარეისი შესრულდა – მგზავრები ფანჯრის სიახლოვეს განთავსებული ადგილისთვის იბრძვიან. ბრიტანელმა ტექნოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ ამ პრობლემას ბოლო მოუღონ და შექმნან ლაინერი, რომელიც მგზავრებს საშუალებას მისცემს რომ ცის ხედით ტკბობა ყველა ადგილიდან იყოს შესაძლებელი. თვითმფრინავს ფანჯრები არ ექნება და მის ნაცვლად მთლიანად მგრძნობიარე ეკრანით იქნება აღჭურვილი. გარეთ დამონტაჟებული კამერები კი ლაინერის სიახლოვეს მიმდინარე პროცესებს ზუსტად დააფიქსირებენ. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, მსგავსი ხომალდები ხელმისაწვდომი  სავარაუდოდ, 10-15 წელიწადში იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები