ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანიდან თვითმფრინავი დღეს, 15:30 საათზე დაეშვება.
როგორც აეროპორტების გაერთიანებაში განაცხადეს, თვითმფრინავს ყაზახეთიდან 68 მგზავრი მოჰყავს. ყაზახეთის მიმართულებით კი რეისი დღესვე შესრულდება.
ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.
ყაზახეთის პრეზიდენტმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
ყაზახეთში პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა