LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავის ბორტზე ალკოჰოლი აღარ იქნება – მიზეზი კორონავირუსია

233
Capture

მსოფლიოს წამყვანმა ავიაკომპანიებმა, მათ შორის ევროპაში – Easyjet-მა და KLM-მა, ამერიკაში American Airlines-მა და Delta Air Lines-მა, აზიაში კი –  Virgin Australia-მ გადაწყვიტეს, რომ ბორტზე ყველანაირი ალკოჰოლი აკრძალონ.

ასეთი გადაწყვეტლების მიზეზი უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები გახდა. იმისათვის რომ ინფექციის გადაცემის რისკი შემცირდეს, მგზავრებსა და ბორტის წევრებს შორის მინიმალური კონტაქტი უნდა იყოს. ამიტომ ბორტზე საკვებისა თუ სასმელის სერვისი შეიცვლება.

ბევრმა ავიაკომპანიამ სასმელი მინიმუმამდე შეამცირა და მხოლოდ წყალი დატოვა. პირბადის ტარება ფრენის დროს სავალდებულო იქნება, ამიტომ უმჯობესია თუკი მგზავრს მისი მოხსნის ნაკლები მიზეზი ექნება.

უფრო მეტიც, ევროპაში ოპერირებული კომპანიების ნაწილი ბორტზე საკვებსაც აღარ დაარიგებს და ეს სერვისი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ეტაპობრივად დაემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g