LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითონ ხომ აქვთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკები, გვითხრან, როგორ ხდება შედეგების გადაწერა: მდინარაძე თქმით, ოპოზიცია ჩიხშია შესული

76
FORTUNA.GE-

“ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს მართლაც ისტორიული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ”, – უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ გაფორმებული დოკუმენტი არის უდიდესი პროგრესი, რომელიც სპეკულაციებისთვის სივრცეს არ დატოვებს დ კითხვის ნიშნებსაც გამორიცხავს.

მდინარაძის განცხადებით, მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა, იყო პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტი და არა ნორმები და მუხლები, შესაბამისად, მისი თქმით, დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ შეთანხმება ნორმებად იქცეს და მას სწრაფი აღსრულება მოჰყვეს. მდინარაძემ ამის შესახებ პარლამენტში, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

რას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც უმრავლესობასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

“ახლა მსჯელობა შეიძლება იმაზე, რა ნორმები უნდა შეიქმნას. დაახლოებით, ერთკვირიანი ვადა ავიღეთ არასამთავრობო სექტორთან და იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც წარმოდგენილები არიან სამუშაო ჯგუფში, რომ ყველას მოსაზრება იყოს შემოსული. ხელმძღვანელები იოსელიანი და პაპუაშვილი შეჯერდნენ და შემდეგ შეიქმნება პირველი “დრაფტი”, რაზეც შესაძლებელი იქნება მსჯელობა. არასამთავრობო სექტორის მხრიდან იყო საკმაოდ მყარი არგუმენტები კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ რამდენად მოსწრებადია და როგორ შეიძლება პრაქტიკასა და აღსრულებაში ამ ყველაფერს რეალობა დაერქვას. ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით არის სკეპტიკური და ოპტიმისტური მოსაზრებებიც. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს მართლაც ისტორიული რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ. იქნება დეტალები, რომელთან დაკავშირებითაც ბევრი ცვლილება იქნება”. – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ოპოზიციის პოზიციასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული არგუმენტები არ აქვთ და მტკიცებულებასაც ვერასდროს წარმოადგენენ. მმართველი გუნდი კი მიდის ყველაფერზე, რისი დათმობაც მათი მხრიდან შეიძლებოდა:

“გაყალბებული არჩევნები” ეს ფრაზა აქვთ დაზეპირებული და ფიქრობენ, რომ ამისთვის არგუმენტები აღარ არის საჭირო. ჩვენ მივდივართ პრაქტიკულად ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა ჩვენიდან დათმობილიყო. მათი მხრიდან გვაქვს პიარის ჯიუტი ფორმა – “არჩევნები გაყალბდა” და აღარ აინტერესებთ ეს გამოსაძიებელია თუ არა. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე ვიყავით დარწმუნებული, რომ არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა.

ელემენტარულად, სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. თვითონ ხომ აქვთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკები, გვითხრან, როგორ ხდება შედეგების გადაწერა, მათ წარმოგვიდგინონ არგუმენტები. მათი 11 ათასი წარმომადგენლის ხელმოწერა თუ გაყალბდა, თქვან, ვინმემ მიიყვანა ეს ადამიანები, იძულებით და დაშინებით მოაწერინა ხელი? ამაზე პასუხს არ გვცემენ. თვითონაც იციან, რომ თავიანთი ლოგიკით ჩიხში არიან შესულები”. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები