LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითონ შემოიტანა განხეთქილება ეკლესიაში, თვითონ აურია ყველაფერი – ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება

99
მეუფე და სოსანა

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება, გაფრთხილებული სასულიერო პირების ნაწილი ეპისკოპოსის მითითებების შესრულებას არ აპირებს და მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთას ითხოვენ. მეუფე სტეფანე კი მომხდარს ეკლესიაში ამბოხის მცდელობად აფასებს, დანარჩენები კი სხვა ქვეყნის საპატრიარქოს ინტერესებზე საუბრობენ.

“კითხვებს ვსვამდი – მეუფევ, როდის ჩაინიშნება ის გაფართოებული სხდომა, როდის გასცემთ პრობლემურ საკითხებს და კითხვებს პასუხს? ამან ის  მდგომარეობიდან გამოიყვანა და მითხრა – შენი საქმე არ არის, ერთი ადგილი დააყენე ქალოო, ამ სიტყვების გამო ის ეკლესიიდან უნდა განიკვეთოს. მე, ჩემი ნებით, ჩემს მონასტერს, რომელშიც ამდენი წელი ვცხოვრობდი და ჩემი სახლია, არ დავტოვებ,” – განაცხადა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა, მონაზონმა სოსანამ.

გარდა მონაზონისა, მეუფე სტეფანესა და წმინდა სინოდზე ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული ვითარების განხილვის აუცილებლობაზე საუბრობენ ბერები, რომლებსაც მეუფემ დასჯის მიზნით ზიარება აუკრძალა.

“არ დავემორჩილები, იმიტომ რომ ის არის ცრუ, ჩვენ  ყველაფრის დამტკიცებისთვის მზად ვართ. მეუფე პეტრემ რაც ბრალდება წაუყენა, მისცენ საშუალება და ამტკიცებს.  ჩვენ ვითხოვთ, რომ დაამტკიცოს რაც მან წარმოთქვა. როგორ ჰგონია, ჩვენ არ გვტკივა გული მასზე? თუ იმათ ჰგონიათ, ჩვენ მაზოხისტები ვართ? თვითონ შემოიტანა განხეთქილება ეკლესიაში, თვითონ აურია ყველაფერი, პირველი დღიდანვე დაიწყო დასჯა,” – ამბობს ბერი ბასილი.

magti 5g