ტყიბულში, სოფელ ახალსოფლის წყალსაცავში 16 წლის მოზარდი დაიხრჩო. ბავშვის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, სოფელ საწირეს მკვიდრი წყალსაცავზე საბანაოდ ნათესავთან ერთად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.