LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყის და მინდვრის ხანძრები სრულად ლიკვიდირებულია

73
137588635-2489658071338410-2418985166268607770-o

ტყის და მინდვრის ხანძრები სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ხანძარს 700-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ებრძოდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ჩააქრო.

ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია.

სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძრები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან. მონადირეებმა დაიცავით უსაფრთოხების წესები ტყეებში გადაადგილებისას.

ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე, მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოვეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები