LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს მომავალში ევროპის ბაზარზე შესაძლოა თევზი და თაფლის ნაწარმი გავიდეს

98

უახლოეს მომავალში ევროპის ბაზარზე შესაძლოა თევზი და თაფლის ნაწარმი გავიდეს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან სესილია მალმსტრომთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყველა ახალი პროდუქტი, რომელიც ევროპულ ბაზარზე შევა, მნიშვნელოვანი წარმატებაა.

”გვაქვს წარმატებული მაგალითები ევროპული ვაჭრობის მიმართულებით. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში. ეს არის თხილი, რომლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირში გადის. ასევე კივი და მოცვი. გვაქვს არაერთი წარმატებული შემთხვევა, როცა სხვა ქვეყნებიდან გადმოიტანეს ფაბრიკები და ქარხნები იმისთვის, რომ ევროკავშირში კიდევ უფრო მეტი პროდუქტი შესულიყო”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე განმარტებით, რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, საქართველოში უკვე არსებობს აზიიდან გადმოტანილი ერთ-ერთი ფაბრიკა, რომელიც სპეციფიკურ ავეჯს აწარმოებს და რომელმაც 220-მდე ადამიანი დაასაქმა.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტორმის თქმით კი, ევროკავშირის ბაზრის გახსნიდან დღემდე, რამდენიმე წარმატებული შემთხვევა უკვე ფიქსირდება.

”ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ინპლემენტაციაზე და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე განვიხილეთ მცირე და საშუალო საწარმოები და მათი მდგომარეობა, თუ რამდენად არიან ისინი ევროპული ბაზრისთვის მზად. ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა მოცვი, კივი, თაფლი და თევზი, ევროპულ ბაზარზე კარგი რეალიზაცია ექნება”, – განაცხადა სესილია მალმსტრომმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g