LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უახლოეს პერიოდში პანდემიის დასრულებას არ უნდა ველოდოთ და პირიქით სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება – ბილ გეიტსი

346
yir-2020-article-hero-1200x564-01

უახლოეს პერიოდში პანდემიის დასრულებას არ უნდა ველოდოთ და პირიქით სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება – Microsoft–ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა კორონავირუსს ვრცელი ბლოგი მიუძღვნა.

„2020 ძალიან რთული წელი იყო. Covid-19-მა 1.6 მილიონზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ინფიცირების 75 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა და მსოფლიო ეკონომიკა ათობით ტრილიონი დოლარით დააზარალა. მილიონობით ადამიანი უმუშევარი დარჩა და გადარჩენისთვის იბრძვის, მილიარდობით ბავშვს ნორმალური განათლების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა, 2021 წელი კარგი ამბებით დაიწყება.

როდესაც გასულ წელზე ვფიქრობ, 2020 წლის მეცნიერული მიღწევები ნამდვილად მაოცებს. დაავადებასთან ბრძოლისას ერთი წლის განმავლობაში ამხელა პროგრესი წარმოუდგენელი იყო. ნორმალურ პირობებში ვაქცინის შექმნას 10 წელი მაინც სჭირდება, ჩვენ კი ამას ერთ წელზე ნაკლები დრო მოვანდომეთ.

სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით სირთულეებს ბოლომდე ვერ ვუმკლავდებით. კომპიუტერული მოდელები 2021 წლის პირველ ნაწილში გლობალური პრობლემის გართულებას პროგნოზირებენ. აუცილებელია ვირუსის ახალი შტამის შესწავლა, რომელიც წინაზე უფრო სწრაფად ვრცელდება.

თუმცა, არსებობს ორი რამ რაც დიდ იმედს იძლევა. პირველი ეს არის სამედიცინო ნიღაბი და სოციალური დისტანცია, რომელსაც ვირუსის შეჩერება შეუძლია. ყოველშემთხვევაში, მანამ მაინც სანამ ვაქცინაცია აქტიურ ეტაპზე გადავა.

მეორე იმედის მომცემი მიზეზი არის 2021 წლის გაზაფხული, როდესაც სწორი მკურნალობა და ვაქცინა გლობალურ შედეგებს გამოიღებს.

სავარაუდოდ, გარკვეული შეზღუდვების აუცილებლობა კვლავ დარჩება (მაგალითად დიდი შეკრებების), თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება – ყოველშემთხვევაში მდიდარ ქვეყნებში მაინც – და ცხოვრება შედარებით უფრო ნორმალური გახდება, ვიდრე ახლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g