რამდენიმე კვირის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ კრიშტიანო რონალდო და მისი საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი გაშორების ზღვარზე არიან. ჯორჯიანამ რეალითი შოუს მორიგ ეპიზოდში განაცხადა, რომ ახლა პირად ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი აქვს. ამას მოჰყვა ინსაიდერის განცხადება.
„კრიშტიანოს ჯორჯიანა ყელში ამოუვიდა“ – არაბეთში გადასახლებული წყვილი სკანდალში გაეხვია
მას შემდეგ წყვილმა ერთობლივი ფოტო უკვე გამოაქვეყნა, თუმცა, მათ დაძაბული ურთიერთობის შესახებ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოდელმა არაერთი ფოტო გაავრცელა, თუმცა რონალდო არცერთ მათგანზე არ ჩანს.
„ლაქშერის დემონსტრირებას არ ეშვება“, „სად არის რონალდო?“, „აშკარად პრობლემები აქვთ“, – წერენ კომენტარებში.
არაბეთის მზეს მიფიცხებული ჯორჯიანა როდრიგესი – რონალდოს გოგო ცხელ ფოტოებს გვიზიარებს