როგორც ცნობილია, „ნეტფლიქსი“ ჯორჯიანა როდრიგესის შესახებ რეალით შოუს იღებს. შოუს სახელწოდებაა „მე ჯორჯიანა“. ეპიზოდებში კრიშტიანო რონალდოს საყვარელი ქალბატონი პირად ცხოვრებაზე გულწრფელად საუბრობს. მორიგი ეპიზოდი დიდი განხილვის საგნად იქცა. როდრიგესი აცხადებს, რომ ახლა პირად ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი აქვს.
„ცოტა ხნის წინ, ისინი თვითმფრინავით მგზავრობდნენ, ჯორჯიანა ჩუმად იჯდა, არავის ესაუბრებოდა. ის არც კრიშტიანოს ეკონტაქტებოდა“, – აცხადებს ინსაიდერი.
„კრიშტიანოს ჯორჯიანა ყელში ამოუვიდა“, – განუცხადა წყარომ მედიას.
გავრცელებულ ჭორებს 29 წლის ლამაზმანი „ინსტაგრამ სთორით“ გამოეხმაურა.
„შურიანი ადამიანები იგონებენ, იდიოტებს კი სჯერათ“, – წერს როდრიგესი.
ცნობისთვის, წყვილი ახლა შვილებთან ერთად საუდის არაბეთში ცხოვრობს.
ჯორჯიანა როდრიგესმა დაასახელა ადგილი, სადაც კრიშტიანოსთან ინტიმური კავშირი ჰქონია
„იმ წელს ჩვენ იახტის საყიდლად წავედით“ – ჯორჯიანა როდრიგესი „მოგონებებში გადავარდა“