LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა საქმეში დედამთილი ერევა“ – რონალდოს დედამ წყვილს შორის შესაძლო განხეთქილების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

217
Untitledsdfsdf

ორი კვირის წინ, ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია გავრცელდა, რომ კრიშტიანო რონალდო და მისი საცოლე, ჯორჯიანა როდრიგესი განშორების ზღვარზე არიან.  როდრიგესმა რეალითი შოუს მორიგ ეპიზოდში განაცხადა, რომ  ახლა პირად ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი აქვს. ამას მოჰყვა ინსაიდერის განცხადება.

„ცოტა ხნის წინ, ისინი თვითმფრინავით მგზავრობდნენ, ჯორჯიანა ჩუმად იჯდა, არავის ესაუბრებოდა. ის არც კრიშტიანოს ეკონტაქტებოდა. კრიშტიანოს ჯორჯიანა ყელში ამოუვიდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

„გაუმარჯოს სიყვარულს“ – კრიშტიანო რონალდო ჭორების გასაქარწყლებლად ფოტოს ავრცელებს

„კრიშტიანოს ჯორჯიანა ყელში ამოუვიდა“ – არაბეთში გადასახლებული წყვილი სკანდალში გაეხვია

აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო რონალდოს დედამ, დოლორესმა რომელსაც შეკითხვა მადრიდში, საკუთარი მაღაზიის გახსნის დროს დაუსვეს.

„ყოველივე ეს ტყუილია, ყველა წყვილი ჩხუბობს, მაგრამ რაც იწერება, ამაში სიმართლის მარცვალიც კი არ დევს“, – აცხადებს ფეხბურთელის დედა.

ცნობისთვის, დოლორესი ახლახან შვილის და მისი დიდი ოჯახის მოსანახულებლად საუდის არაბეთში იმყოფებოდა. მედიის ცნობით მას სარძლოსთან იდეალური ურთიერთობა აქვს.

„როცა საქმეში დედამთილი ერევა“, „დოლორეს რძალი ძალიან უყვარს“, – წერენ კომენტარებში.

ჯორჯიანა როდრიგესმა დაასახელა ადგილი, სადაც კრიშტიანოსთან ინტიმური კავშირი ჰქონია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები