ბაღდათში, სოფელ როკითში, კაშხალზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი კაშხალთან ანკესით თევზაობდა და მას დენმა დაარტყა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.