გურჯაანში, პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.
„ფორტუნას“ ინფორმაციით, თანამშრომლებმა 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი, დილით ნახეს. ის სოფელ ბაკურციხეში პურის საცხობში მუშაობდა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.
მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.