ხაშურში, ახალგაზრდა ბიჭი მოძრავი სატვირთო მატარებლიდან ჩამოხტა. როგორც „ფორტუნას“ „საქართველოს რკინიგზაში“ განუცხადეს, ჩამოხტომის შემდეგ კაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაზიანებების შედეგად ხელი და ფეხი დაკარგა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.