LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბერებელი მიშელ პფაიფერი და კურტ რასელი – ორი ლეგენდა ახალ დრამაში ერთად ბრუნდება

139
უბერებელი მიშელ პფაიფერი და კურტ რასელი - ორი ლეგენდა ახალ დრამაში ერთად ბრუნდება

ჰოლივუდის ორი გამორჩეული ვარსკვლავი, მიშელ პფაიფერი და კურტ რასელი კვლავ ერთ პროექტში ერთიანდებიან და უკვე ყურადღების ცენტრში არიან. ლეგენდარულმა მსახიობებმა ერთობლივი ფოტოსესია ჩაწერეს ჟურნალ Entertainment Weekly-ის ახალი ნომრისთვის, რაც მათი ახალი სატელევიზიო პროექტის პრეზენტაციას უკავშირდება. საუბარია დრამატულ სერიალზე „მედისონი“, რომლის ავტორია ცნობილი პროდიუსერი და სცენარისტი ტეილორ შერიდანი, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი ისეთი პროექტების შემქმნელი, როგორიცაა Yellowstone, Landman და 1923.

„როცა სიყვარულს უფრთხილდები, ის 41 წელსაც გასტანს“ – 78 წილს გოლდი ჰოუნისა და 72 წლის კურტ რასელის საშობაო არდადეგები

სერიალის სიუჟეტი ნიუ-იორკში მცხოვრებ ოჯახზე გვიყვება, რომელიც მძიმე ტრაგედიის შემდეგ სრულიად ახალ ეტაპს იწყებს. ისინი ტოვებენ ქალაქურ ცხოვრებას და მონტანის ფართო, ველურ სივრცეებში გადადიან, სადაც ცდილობენ ტკივილის გადალახვას, საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას და ახალი ცხოვრების დაწყებას.

პროექტი უკვე დიდ ინტერესს იწვევს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეკრანზე ერთად გამოჩნდებიან ორი ისეთი ვარსკვლავი, რომლებიც წლების განმავლობაში ჰოლივუდის სიმბოლოებად იქცნენ. მიშელ პფაიფერის ელეგანტურობა და კურტ რასელის ქარიზმა ამ ახალ ისტორიას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

66 წლის მიშელ პფაიფერი პრემიერაზე ბრწყინავდა – ვარსკვლავი საოცარ ფორმაშია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები