ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი შვილებთან ერთად დუბაიში იმყოფება. ამის შესახებ დასავლური მედია წერს. 53 წლის ნაომი მეგობრებთან ერთად პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრში გადაიღეს. ის სპორტ-დარბაზისკენ მიემართებოდა. ამ დღეს ნაომის თეთრი მოკლე კაბა ამშვენებდა და იდეალურ ფორმაში იყო.
შეგახსენებთ, გასულ თვეს კემპბელი წითელ ხალიჩაზე შინდისფერი, პომპეზური კაბით გამოჩნდა, რომელსაც უზარმაზარი შლეიფი ამშვენებდა. დაკვირვებულ ტაბლოიდებს არ გამოჰპარვიათ უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი, იგივე ბეჭედი ნაომის „ფორმულა 1“- ის გრან-პრიზეც ეკეთა. მედიაში წერენ, რომ ნაომი დაინიშნა, თუმცა, თუ ვინ არის მოდელის რჩეული, ამ ეტაპზე უცნობია.
ნაომი კემპბელი თხოვდება? – 53 წლის მოდელი უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა