ბერლინში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, მიზეზად კი საარჩევნო უბნებზე ქაოსი დასახელდა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ბერლინში მოქალაქეებს საათობით რიგში დგომა მოუწიათ, რათა ხმა მიეცათ.
მედიის ინფორმაციით, უბნებზე ბიულეტენების ნაკლებობა იყო, რის გამოც მოქალაქეების ნაწილმა ხმა იმ დროს მისცა, როცა უბნები წესით დახურული უნდა ყოფილიყო.
პეტრა მიხაელისმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებს, ბოდიშს იხდის და ბერლინის სენატს სთხოვს, დააკმაყოფილოს მისი განცხადება გადადგომის შესახებ.
ცნობისთვის, გერმანიის ცესკო-ს თავმჯდომარე თავის მოვალეობას 2010 წლიდან ასრულებდა. გერმანიაში არჩევნები კვირას კი ჩატარდა.
