LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უბრალოდ დაელოდეთ” – რიანა ახალი დისკის გამოშვებას კიდევ დიდხანს არ აპირებს

249
Rihanna-getty-H-2024

როგორც ჩანს, რიანა ახალი ალბომის გამოშვებას კვლავ არ ჩქარობს. მომღერალმა ამის თქმის საფუძველი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ახლახან მიცემული ინტერვიუდან მისცა. ჟურნალისტის უკვე შაბლონურად ქცეულ შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ მისგან მომავალ მუსიკალურ პროექტს, ბარბადოსელმა ლამაზმანმა უპასუხა, რომ მსმენელს მოთმინება მართებს.

34 წლის არტისტის თქმით, ,,როცა ახალ მუსიკაზეა საუბარი, პასუხი არის – კი, თუ ვიტყვი, რომ – არა, ესე იგი თავს ვანებებ“…

,,უბრალოდ დაელოდეთ“, – დასძინა მან.

სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა როდის გამოვა ,,სმურფების” ახალი ნაწილი რიანას გახმოვანებით. გაირკვა, რომ 2011 წლის მულტფილმის შემდეგ ეპიზოდს, რომელიც ცოცხალი მოქმედებისა და ანიმაციური ფილმის სინთეზია, 2025-ის 15 თებერვალს ვიხილავთ. სურათში რირი სმურფეტის ხმაა.

შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც რიანა მუსიკალურ ინდუსტრიას გასცდა და საკუთარი შესაძლებლობები მოდისა და სილამაზის სამყაროში გამოავლინა. ამ დროისთვის ბოლო, მერვე სტუდიური ალბომი – Anti, მან 8 წლის წინ გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები