LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უბრალოდ გჯეროდეს და შეიგრძენი: ვინ რა თქვა ენფილდის ჯადოსნური საღამოს შემდეგ

89
59763239_10157872812572573_2904212952334729216_o

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ ითამაშებს. ზედიზედ მეორედ და დამსახურებულად. ამოუქაჩო „ბარსელონას“ 0:3, მოიგო „ბარსელონასთან“ 4:0 – ეს უბრალო საქმე არ არის. დაუჯერებლობა და ზღვა ემოციები ისედაც გამორჩეულ „ენფილდზე“. ისტორიულად განებივრებულ „ლივერპულის“ ქომაგებს კიდევ ერთი სატრაბახო და დაუვიწყარი ღამე აჩუქეს.

 

ერნესტო ვალვერდე: „ჩვენ გადაგვიარეს“.

 

ჟოზეპ ბარტომეუ: „ვერ ვხსნი მეოთხე გოლს“.

 

ლუის სუარესი: „მეოთხე გოლისას ბავშვებივით ვიყავით“.

 

ჟოზე მოურინიო: მაინტერესებს როგორ ახსნის ვალვერდე 0:4-ს“.

 

ალეკანდრ-არნოლდი მე-4 გოლზე: „ეს ინსტიქტურად მოხდა“.

 

ბუსკეტსი: „ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს. „რომას“ მერე ეს ისევ მოხდა“.

 

ორიჯი: „ეს შეიძლება იგრძნო, მაგრამ სიტყვებით ვერ გადმოცემ. ეს რაღაც განსაკუთრებულია“.

 

არსენ ვენგერი: „ლივერპული მაგრად თამაშობს ევროპაში. რატომ? ენფილდი“.

 

ჰენდერსონი: „ვიცოდით, რომ შეგვეძლო რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა ენფილდზე“.

 

ენდრიუ რობერტსონი: „ლივერპული ფინალშია. ეს არის ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს“.

 

კლოპი ალისონის სეივებზე: „არ ვიცი ის ამას როგორ აკეთებს“.

 

ვეინალდუმი: „გაბრაზებული ვიყავი, როდესაც თადარიგში დავრჩი, მაგრამ კლოპმა მითხრა, რომ საიდუმლო იარაღი ვიყავი“.

 

მინოლე: „არაფერია შეუძლებელი“.

 

სადიო მანე: „არ ვიცი რა ვთქვა. უბრალოდ გვჯეროდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები