რუსთაველის თეატრის მსახიობის, ნიკა ქაცარიძის მეუღლე ნინო ბერიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ორი წლის წინ გარდაცვლილ მეუღლეს ემოციურად მიმართავს.
„ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ, შენ იქ. ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვე-მეთქი. ისევ უხმოდ გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე, ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა.
შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე. ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება, ტკივილით სავსე დღე, ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო, მომენატრე ნიკა“, – წერს ნინო ბერიძე და ნიკა ქაცარიძის საფლავთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს მე აქ შენ იქ ?ბევრი გისაყვედურე ?უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვეთქო ?…
Posted by ნინო ბერიძე on ხუთშაბათი, 04 იანვარი, 2024
ცნობისათვის, 43 წლის მსახიობი ნიკა ქაცარიძე 2022 წლის 5 იანვარს, გულის შეტევით გარდაიცვალა.