LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე: „კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი და დავიშალეთ…“

1301
დუეტი-ჯორჯია

რადიო „არ დაიდარდოს“ რუბრიკას „მხიარული დილა“ მომღერალი მაკა ზამბახიძე სტუმრობდა, რომელმაც „დუეტ ჯორჯიას“ ახალ სიმღერასა და კლიპზე ისაუბრა.

მაკა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

მე და რატიმ სოციალურ ქსელში უკვე დავაანონსეთ, რომ დუეტი „ჯორჯია“ ახალ სიმღერას წერს და სათაურზე ვერ შევჯერდით, კინაღამ დავხოცეთ ერთმანეთი და დავიშალეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი მსმენელებისთვის და მეგობრებისთვის მიგვენდო ეს ამბავი. მათ ორი ვერსიიდან უნდა შეერჩიათ სახელწოდება. თავიდან რატის ვერსია ძალიან ლიდერობდა, ახლაც ლიდერობს და სავარაუდოდ, მისი შერჩეული სახელი გაიმარჯვებს.

გადავიღეთ კლიპიც, რომელიც ახლა მონტაჟის პროცესშია. უცებ გადავწყვიტეთ ზღვისპირეთში წასვლა და კლიპის გადაღება, რადგან უცებ მოვინდომეთ ეს ყველაფერი, ამიტომ ცოტა მარტივად მივუდექით ვიდეორგოლს და ვნახოთ, როგორი გამოვა, მე და რატის ჯერ არც ერთი კადრი არ გვინახავს. სიმღერა რატის ეკუთვნის, ტექსტი – დათო ფორჩხიძეს. გაკეთდა სტუდიაში „Bravo“. ჩვენი კოლეგებისგან, მომღერლებისგან და მუსიკოსებისგან სასწაულად დიდი და ხმამაღალი აღიარება მოიპოვა ჩვენმა ნამუშევარმა „მუსიკა იმედია“, ჩვენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი და იმედია, ახალ სიმღერასაც ეს ბედი აქვს და მოიწონებენ. პარალელურად, სოლო ნამუშევრებზეც ვმუშაობთ მე და რატი და ეს სიმღერებიც ემზადება გამოსასვლელად.

ძალიან საინტერესოა, შენს შვილიშვილს როგორი რეაქციები აქვს შენს სიმღერებზე, როგორ მოსწონს შენი ნამუშევრები?

„ქოქოსი“ ჩემს სიმღერებზე იძინებს, კახიძის მუსიკა მოსწონს. ზოგადად, ძალიან მომწონს ის, რომ სალომეს უნდა, ბავშვს კარგი გემოვნება ჩამოუყალიბდეს და თავიდანვე აჩვევს გემოვნებიან მუსიკას. მართლა ძალიან მომწონს სალომეს მიდგომები ბავშვთან და აღზრდასთან დაკავშირებით.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g