LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცხო ადამიანებს ვუშვებ სახლში, მექსიკიდან ჩამოსულებს ვეხმარები და ამით ყველაზე ბედნიერი ვარ“ – ქართველი ემიგრანტი ნიუ-იორკიდან

2457
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (10)

მომღერალ გიორგი შალვაშვილს, საავტორო გადაცემაში „გაფანტული მარგალიტები გიორგი შალვაშვილთან ერთად“ ასევე, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ქალბატონი თამუნა ბრუკლინი სტუმრობდა.

ქართველმა ემიგრანტმა ნიუ-იორკიდან თქვა, რომ ახლა მექსიკიდან ჩამოსულებს ეხმარება და სიკეთის კეთებით ბედნიერია.

„ყოველი დღე ბედნიერი მაქვს, რადგან უცხო ადამიანებს ვუშვებ ჩემთან სახლში, იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მექსიკის გზით შემოდიან.

თუ დამიჯერებთ, ყველაფერს ვახვედრებ სახლში. 2-3 თვე ფეხზე ვაყენებ და შემდეგ მშვიდობიანად ვაცილებ ამ ადამიანებს თავის გზაზე.

ისინი მადლიერები არიან თუ არა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ მე ამით ყველაზე ბედნიერი ვარ,“ – ამბობს თამუნა ბრუკლინი.

მომღერალი გიორგი შალვაშვილი, საავტორო გადაცემის ფარგლებში,  სხვადასხვა ქვეყნებს სტუმრობს და ემიგრაციაში მყოფ ქართველებზე საინტერესო სიუჟეტებს ამზადებს. მისი მომზადებული სიუჟეტები შეგიძლიათ იხილოთ გადაცემის ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე.

magti 5g