LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს, რითიც უნდობლობას თესავს: სალომე ზურაბიშვილი

71
სალომე-ზურაბიშვილი

“სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა და თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს, არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას”, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამეტში, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

მისი განცხადებით, საჭიროა პოზიციებისა და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება.

რეგულაციების გავრცელება ყველგან ერთნაირად უნდა ხდებოდეს, ეკლესიაში წირვაზე თუ პოზნერის ნადიმზე: სალომე ზურაბიშვილი

“უპრეცენდენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა ისევე, როგორც მთელი მსოფლიოს ჯანდაცვა. ეს გამოწვევა არის პანდემია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბის კატასტროფას მარტო გაუმკლავდეს, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯვებული დარჩება, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია.  უნდა ვხვდებოდეთ, რომ ნიშნის მოგების დრო აღარ არის. ან ერთად გადავრჩებით, ან ვერა. 

საჭიროა პოზიციებისა და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება. სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როცა ყოველგვარი ჰუმანურობისა და თანაგრძნობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს,არაფერს სთავაზობს და ამით თესავს უნდობლობას და უიმედობას.

ისიც მიუღებელია, რომ ცნობილი ადამიანების სოციალური ქსელების მეშვეობით ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან.

იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს გონივრული გადაწყვეტილება, მეტი სოლიდარობა, მეტი კეთილსინდისიერი ჩართულობა.

უნდა გვესმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება, რომელიმე ხელისუფლების გამარჯვებად. ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით მიიღწევა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

პოპულალურები