LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უცნაური ბავშვობა მქონდა… 11 წლის გავხდი თვითმფრინავში… ჩემი ოჯახი ისევ ემიგრაციაშია, მაგრამ არ გავყევი, მინდა ჩემს სამშობლოში გავიდგა ფესვები…“ – დოდონა ნამორაძე ბავშვობის, კარიერული წინსვლისა და სიახლეების შესახებ საუბრობს

481
დოდონა ნამორაძე

მომღერალი დოდონა ნამორაძე გადაცემას „შენი დილა“ სტუმრობდა, სადაც მისი ბავშვობის, მუსიკასთან ურთიერთობისა და არაერთი წარმატების შესახებ ისაუბრა. ამასთან, სასიამოვნო სიახლე გაუზიარა მაყურებელს.

„უცნაური ბავშვობა მქონდა, არამგონია, ბევრი იყოს ბავშვი, რომელსაც 11 წელი თვითმფრინავში უსრულდება. 11 წლის გავხდი თვითმფრინავში. ფილიპინებამდე ფრენა 28 საათი გაგრძელდა. 6 წელი ვცხოვრობდი ფილიპინებში, იქ გავიზარდე და ყველაზე მნიშვნელოვანი წლები გავატარე.

ოჯახთან ერთად სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში ვმონაწილეობდი, ვმღეროდით და ასე წარმოვადგენდით საქართველოს.

ჩემი ოჯახი ახლა ემიგრაციაშია. ამერიკაში არიან, მაგრამ არ გავყევი, დავიღალე სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებით, მინდა ჩემს სამშობლოში გავიდგა ფესვები და კარიერა გავიკეთო…

ახლახან ევროპიდან, ერთ-ერთი ორგანიზაცია დამიკავშირდა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიდეოკლიპს აკეთებენ, ევროპის ქვეყნებიდან თითო წარმომადგენელი იქნება, რომელიც ევროპის ჰიმნის თანხლებით სიმღერას ჩაწერს. რვა ქვეყანა იყო არჩეული და ერთ-ერთი საქართველოა. მიხარია, რომ მე წარმოვადგენ საქართველოს“

დოდონა ნამორაძე სტუმრად თამრიკო ჭოხონელიძის რუბრიკაში 🎶

დოდონა ნამორაძე სტუმრად თამრიკო ჭოხონელიძის რუბრიკაში 🎶

Posted by შენი დილა • Sheni Dila on კვირა, 09 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g