LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცნობმა ადამიანმა მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო: CNN

191
მიწისძვრა თურქეთში

CNN პაკისტანის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ უცნობი ადამიანი აშშ-ში თურქეთის საელჩოში მივიდა და მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო.

შეჰბაზ შარიფის განცხადებით, ქველმოქმედების ასეთი მაგალითები კაცობრიობას საშუალებას აძლევს, ერთი შეხედვით გადაულახავი სირთულეები გადალახოს.

„ღრმად შეძრული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც მივიდა აშშ-ში თურქეთის საელჩოში და 30 მილიონი დოლარი შესწირა“, – წერს შეჰბაზ შარიფი.

ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Anadolu-ც ადასტურებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები