უეფას ექსპერტთა ჯგუფმა, რომელთა შორის სერ ალექს ფერგიუსონი, სავო მილოშევიჩი, ტომას შააფი, დევიდ მოიესი და მირჩა ლუჩესკუც იყვნენ, ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.
სიმბოლურ გუნდში 18 ფეხბურთელი შეიყვანეს. რჩეულთა შორის 6-6 ფეხბურთელი ტურნირის ფინალისტი გუნდებიდან, “ატლეტიკოდან” და “რეალიდან” მოხვდა. 3 ფეხბურთელი “ბარსელონადანაა” წარმოდგენილი, 2 – “ბაიერნიდან” და ერთიც პსჟ-იდან.
მეკარეები: იან ობლაკი (ატლეტიკო), მანუელ ნოიერი (ბაიერნი)
მცველები: დიეგო გოდინი (ატლეტიკო), ხუანფრანი (ატლეტიკო), ტიაგო სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), მარსელო (რეალი).
ნახევარმცველები: გაბი (ატლეტიკო), კოკე (ატლეტიკო), ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ლუკა მოდრიჩი (რეალი).
თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ლუის სუარესი (ბარსელონა), ლიონელ მესი (ბარსელონა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), გარეთ ბეილი (რეალი).
