LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფას სჯერა საქართველოსი: ჩეფერინის ვიზიტი ფედერაციაში

74

ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პირველად ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც ის სფფ-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ის პროექტები იყო, რაც ფეხბურთის ფედერაციაში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა. მხარეებმა ასევე ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა 2017 წელს დაგეგმილი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი იყო.

„ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს,“ – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინიმ.

„უპირველესად მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს იმისათვის, რომ სწორედ საქართველოა პირველი ქვეყანა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მას, გავეცანით მის ხედვას, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ღიად გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ უეფას მხარდაჭერა გვაქვს,“ – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

 

download

14462770_1215859591818589_8939227099923172814_n

14517407_1215859945151887_6621327280589581625_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები