LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უენსდეის” სამსახიობო გუნდს ევა გრინი და უაინონა რაიდერი შეუერთდნენ

112
photo-collage.png (20)

Netflix-მა პოპულარული სერიალის – Wednesday მესამე სეზონში მონაწილე ახალი მსახიობების ვინაობა გაამხილა.

გაირკვა, რომ გახმაურებული პროექტის სამსახიობო გუნდს, უაინონა რაიდერი და ევა გრინი შეუერთდნენ. ეს უკანასკნელი სატელევიზიო შოუს მომავალ ნაწილში მისტიკური გმირის, ოფელიას როლს მოირგებს. ოფელია უენსდეი ადამსის დეიდაა, რომლის სახელიც სერიალში პირველი სეზონიდან აქტიურად ისმის. ოფელიას პერსონაჟი სატელევიზიო შოუში ამ დრომდე არ გამოჩენილა, თუ არ ჩავთვლით მეორე სეზონის ფინალურ ეპიზოდს, რომელშიც ის ზურგით მჯდომი, სარდაფში გამოკეტილი გვიჩვენეს.

სერიალში რაიდერი, რომელსაც ტიმ ბარტონთან მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება აქვს, ტაბიტას განასახიერებს. ამ პერსონაჟის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ,,უენსდეის” პრემიერა ,,ნეტფლიქსზე”, 2022 წელს შედგა. სერიალის პირველ სეზონს დიდი წარმატება ხვდა წილად. მისი რეჟისორი, ტიმ ბარტონია. Wednesday ,,ადამსების ოჯახის” ერთ-ერთი წევრის, უენსდეის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ჯენა ორტეგა განასახიერებს. სატელევიზიო შოუს ტრიკველში ნაცნობ სახეებსაც, მათ შორის კეტრინ ზეტა-ჯონსს (მორტიშა ადამსი), ლუის გუზმანსა (გომეს ადამსი) და ემა მეიერსს (ინიდი) ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები