კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მთელ მსოფლიოში გრძელდება, თუმცა ზოგ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი სასურველზე დაბალია. აღნიშნული საკითხის გამოსწორებაში თავისი წვლილის შეტანას ცდილობენ ბიზნესმენები, რომლებიც აცრილ ადამიანებს სხვადასხვანაირად ასაჩუქრებენ.
უფასო ლუდი
ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე 13 ბარი კეთილი მიზნით გაერთიანდა – ვაქცინაციის წახალისების მიზნით ისინი აცრილ ადამიანებს უფასო ლუდით უმასპინძლდებიან. მსურველს ბარში მხოლოდ აცრის ბარათის წარდგენა დასჭირდება, ლუდის მისაღებად კი მხოლოდ პირველი დოზის გაკეთებაც საკმარისია.
ლატარიის ბილეთი
შტატის გუბერნატორმა, ანდრე კუომომ მედიას დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრილ ნიუ იორკელებს საჩუქრად ლატარიის ბილეთს გადასცემენ, რომლის საშუალებითაც მათ შანსი გაუჩნდებათ, მოიგონ 5 მილიონი აშშ დოლარი.
პრივილეგიები გაცნობის საიტებზე
აშშ-ის ხელისუფლება თავისი მოქალაქეების წახალისებას უჩვეულო მეთოდით ცდილობს. მთელი რიგი გაცნობის საიტების, მათ შორის „ტინდერის“, „OKCupid“-ის, „ჰინგეს“ და „ბამბლის“ იმ იუზერებს, ვინც დაამტკიცებს, რომ აცრილია, პრემიუმ-კონტენტზე წვდომა უფასოდ მიეცემათ და სხვა პრივილეგიებიც მიენიჭებათ.
„ტინდერის“ წარმომადგენლის თქმით, საიტი ღიაა მოლაპარაკებისათვის სხვა ქვეყნებთანაც.
მარიხუანა
უჩვეულო გზით ცდილობს ადამიანების წახალისებად მიჩიგანის შტატში მდებარე სათბური, რომელიც აცრილ ადამიანებს უფასო მარიხუანას სთავაზობს. სათბურის მესაკუთრის თქმით, მათ დაახლოებით 35 000 ჯოინთი გასცეს ვაქცინირებულ პირებზე.
სპორტდარბაზის აბონემენტი
მოქალაქეების წახალისების გაცილებით ჯანსაღ გზას მიმართავენ დუბაიში, სადაც აცრილი ადამიანები საჩუქრად სპორტდარბაზის აბონემენტს იღებენ.
ბირიანი
ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში აცრილ ადამიანებს უფასოდ მიართმევენ ბირიანს- აღმოსავლურ კერძს ბრინჯით და ხორცით.
ოქროს რგოლები
ასევე ინდოეთში, უფრო კონკრეტულად კი გუჯარათში, აცრილ ქალბატონებს საჩუქრად ცხვირის რგოლებს გადასცემენ, რომლებიც ოქროსგანაა დამზადებული.