საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მეწარმეებისთვის გადახდის სისტემით ინტეგრირებული უფასო ვებგვერდის პროექტის მეოთხე ეტაპს იწყებს.
პროექტის მიზანი საქართველოში ონლაინ ვაჭრობის განვითარება და მეწარმეების ეკონომიკური გაძლიერებაა ელექტრონული კომერციის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იმ მეწარმეს, რომელსაც საკუთარი პროდუქციის ინტერნეტით გაყიდვა სურს.
სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამარჯვებული მეწარმეებისათვის უზრუნველყოფს: უფასო ვებგვერდის დამზადებას, ვებგვერდის მართვის უფასო ტრენინგს, ერთწლიან უფასო დომენს, ერთწლიან უფასო ჰოსტინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მეწარმეებმა სპეციალური კითხვარი უნდა შეავსონ.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 8 იანვარი