LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფიცის გალერეაში შესაძლოა სელფის გადაღება აიკრძალოს

107
Screenshot_2

ფლორენციაში მდებარე ცნობილ უფიცის გალერეაში შესაძლოა სელფის გადაღებაზე მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ინციდენტი, რა დროსაც ვიზიტორმა ფოტოს გადაღების მცდელობისას XVIII საუკუნის ნახატი დააზიანა. სიახლის შესახებ The Guardian წერს.

შემთხვევა ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში მოხდა. მამაკაცი ცდილობდა, გაემეორებინა ნახატზე გამოსახული ფიგურის პოზა, თუმცა წაბორძიკდა და შემთხვევით იტალიელი მხატვრის, ანტონ დომენიკო გაბიანის ნამუშევარი დააზიანა. დაზიანების გამო ნახატს აღდგენა სჭირდება, ხოლო გამოფენა 2 ივლისამდე დაიხურა.

მუზეუმის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი „მიუღებელი ქცევა“ საფრთხეს უქმნის ექსპონატების უსაფრთხოებას. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არიან ტურისტები, რომლებიც ცნობილ ნამუშევრებთან დიდხანს რჩებიან ფოტოების გადასაღებად და სხვებს ახლოს მისვლის საშუალებას არ აძლევენ. მაგალითად, ბოტიჩელის „ვენერას დაბადებასთან“ ხშირად ჭირს მოხვედრა ზუსტად ამ მიზეზით.

უფიცის გალერეა იტალიაში მესამეა ვიზიტორთა რაოდენობით — მხოლოდ გასულ წელს დანიშნულებას 5.2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები