უფლისციხეში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ე.წ. აირის კომპრესორი აფეთქდა. შემთხვევა დღეს მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ბრიგადა. დაშავებულები მსუბუქი დაზიანებებით გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში.
“საცხოვრებელი სახლის ეზოში გასკდა თვითნაკეთი აირის კომპრესორი. დაშავდა 3 მოქალაქე. აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია”, – აცხადებენ “ფორტუნასთან” საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში.