LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფროს ჯორჯ ბუშს თვითმფრინავებით მოქარგული წინდებით დაკრძალავენ

Former President George H. W. Bush wears red stripped socks as he sits in a wheelchair during an event in the East Room at the White House, on July 15, 2013 in Washington.

უფროსი ჯორჯ ბუშის ცხედარი სამოქალაქო პანაშვიდის დასრულების შემდეგ ვაშინგტონიდან ჰიუსტონში საპრეზიდენტო თვითმფრინავით გადაასვენეს. ამის შესახებ Time წერს.

გამოსამშვიდობებელი ცერემონია წმინდა მარტინის სახელობის ტაძარში გაიმართება, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ტერიტორიაზე, მეუღლის, ბარბარა ბუშის გვერდით დაკრძალავენ.

ცნობილია, რომ შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი წინდების კოლექციონერი იყო, ამიტომაც ოჯახის წევრების გადაწყვეტილებით, მას სამხედრო თვითმფინავებით მოქარგული წინდებით დაკრძალავენ. აღსანიშნავია რომ ჯორჯ ბუში უფროსი შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სამხედრო მფრინავი იყო.

უფროსი ჯორჯ ბუში, რომელიც 30 ნოემბერს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე წინდებს ეხებოდა.

2013 წლის 1-ელ დეკემერს ინლისის პატრიოტების და ჰიუსტონის ტეკანსის შორის გამართულ საფეხბურთო მატჩზე მან ჩაიცვა წინდები, რომელზეც საკუთარი სახე იყო გამოსახული.

როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ბუშს ესტუმრა, ბუში მას კლინტონის გამოსახულებიანი წინდებით დახვდა.

ჰიუსტონის მერმა ტეხასელებს, ვისაც გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე დასწრების სურვილი აქვთ, ასეთივე წინდების ჩაცმისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები