LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოფილი სენატორი უფროსი ჯორჯ ბუშისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად ფეხზე წამოაყენეს – ემოციური კადრები

bob douli

ყოფილმა სენატორმა, 95 წლის ბობ დოულმა, უფროსი ჯორჯ ბუშისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად, ეტლიდან წამოყენება მოითხოვა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში, 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა. ის აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი იყო და პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არა ერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, იყო აშშ-ის ელჩი ჩინეთში, 8 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტად.

ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ს ცივი ომის პერიოდში მართავდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ ომის დასრულებაში.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში.

რაც შეეხება ბობ დოულს, ის წარმომადგენელთა პალატაში 1960 წელს აირჩიეს, 1968 წელს ის სენატში შევიდა, სადაც ოთხი ვადით იყო. 1980 წელს დოულმა საპრეზიდენტო არჩევნები რონალდ რეიგანთან წააგო. მოგვიანებით ის არჩევნებში უფროსი ჯორჯ ბუშისა  და ბილ კლინტონის კონკურენტიც იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები