LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ ბუშ უფროსის ძაღლი სალი, კვლავ ყოფილი პრეზიდენტის გვერდითაა [ვიდეო]

sully-the-service-dog-today-main-181204-01_4b4718de62cfe47cca507f7d3ab51e76.fit-760w

ჯორჯ ბუშ უფროსის დამხმარე ძაღლი სალი, კვლავ ყოფილი პრეზიდენტის გვერდითაა. ლაბრადორის კადრები უცხოურ მედიაში აქტიურად ვრცელდება.

სალი, ბუშის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტთან ცხოვრობდა.

ძაღლს „სალი“ ყოფილი მფრინავის, ჩესლი სალენბერგერის სახელის მიხედვით დაარქვეს, რომელმაც დაზიანებული სამგზავრო თვითმფრინავი მდინარე ჰუდსონზე დასვა და 155 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გადაარჩინა.

ლაბრადორ სალის ორგვერდიანი დავალებების შესრულება, მათ შორის, ტელეფონზე პასუხი და საგნების მოტანა შეუძლია.

ლაბრადორი ჯორჯ ბუშ უფროსთან სამუშაოდ ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის გარდაცვალების შემდეგ მიიყვანეს. ახლა მას ვეტერანების დასახმარებლად, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში გაგზავნიან.

ვიდეომდე სოციალური ქსელი დაიპყრო სურათმა, სადაც ჩანს როგორ ზის ლაბრადორი, ბუშის ცხედართან.

დღეს ექსპრეზიდენტს ეროვნულ საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, ხუთშაბათს კი, ტეხასის შტატში აგებულ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში დაკრძალავენ, მეუღლის და შვილის გვერდით.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში, 1-ელ დეკემბერს გარდაიცვალა. ის აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი იყო და პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არა ერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, იყო აშშ-ის ელჩი ჩინეთში, 8 წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტად.

ჯორჯ ბუში უფროსი აშშ-ს ცივი ომის პერიოდში მართავდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ ომის დასრულებაში.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები