LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფსკრული უფსკრულს გასძახის: 6 სექტემბერს გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

85

6 სექტემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძე პერსონალურ გამოფენას გახსნის.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება ოთხი მხატვრული ციკლი: ”ბიბლიოგრამა”, ”თვლა”, ”ანაბეჭდები” და რაღა თქმა უნდა ”უფსკრული უფსკრულს გასძახის” და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ექსპოზიციის ძირითადი კონცეფცია წინააღმდეგობებია: სიმპათიისა და ანტიპათიის, მიზიდვისა და განზიდვის, კითხვისა და პასუხის თემები.

”ბოლო ნამუშევრები ორი უფსკრულის პრინციპს შეეხება, პროექტი ”უფსკრული უფსკრულს გასძახის” ეყრდნობა 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას და გადმოგვცემს იმ დრამატიზმს, რომელიც შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირებაში მდგომარეობს. შევეცადე ჩემი ტკივილი, დარდი, განცდები და თუნდაც სიხარული ჩამექსოვა ნამუშევარში. საბოლოოდ ერთ დიდი წიგნი გამოვიდა რომელიც ოთხ ნაწილად იყოფა. ასევე მაქვს ნამუშევარი ტილოზე. სურათი ბიბლიო დრამა 32 სმ სიგრძისა და 1.90 სიგანისაა, იგი ისტორიულ დრამას წარმოადგენს და ასევე ოთხ ნაწილად იყოფა. ტილოზე შევეცადე ძირითადად სამი მომენტი გამეერთიანებინა: ხედვა, სმენა და ყნოსვა”, – განუცხადა გია ბუღაძემ რადიო ”ფორტუნას”.

პროექტი ”უფსკრული უფსკრულს გასძახის” გაგრძელებაა პროექტისა ”VICTIMA I”, “VICTIMA II“, რომელიც ეროვნულ გალერეაში 2014 წელს იყო წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g