ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ, რომელმაც „მთავარი არხის“ ინტელექტუალურ შოუში იანვარში გაიმარჯვა და 50 ათასი ლარი მოიგო, თანხას ამავე არხის გადასარჩენად რიცხავს.
ამის შესახებ უგულავა ფეისბუქზე წერს.
„გადავწყვიტე ნიკა გვარამიას„ ყველაზე ჭკვიანის“ პრიზი, 50 ათასი ლარი, გადავურიცხო.
„მთავარი არხი“ უნდა გადარჩეს. ნიკა რომ გამოვა, თავიდან მოვუგებ?✌️
#თავისუფლებანიკას“, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.
გიგი უგულავამ გადაცემაში “მთავარი ჭკვიანი” 50 000 ლარი მოიგო