LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილსონი ეუთოს სამი კომიტეტის სხდომაზე: „საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – მოვუწოდებ კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში!“

146
ჯო უილსონი

„საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ­და დაიცვას თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები“, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში და რეპრესიები, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა.

„საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეები.

„თქვენი მიმართვა რომ გულწრფელი ყოფილიყო, თქვენც დაგმობდით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. ყალბ არჩევნებს“ – ნიკოლოზ სამხარაძე ჯო უილსონს პასუხობს

კერძოდ, ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა ჯო უილსონის განცახდებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – მოვუწოდებ კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში“.

შედეგად, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან.

„ქართული ოცნების“ დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში“. – განაცხადა ჯო უილსონმა.

ჯო უილსონი: „ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g