LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკეთესი იყო სუბსიდიას თუ მივიღებდით, მაგრამ კმაყოფილი ვართ, რომ შედეგი მაინც მიღწეულ იქნა: მაკა ჯახუა მთავრობის გადაწყვეტილებაზე

102
BeFunky-collage (4)

კმაყოფილი ვართ, რომ შედეგი მიღწეულ იქნა, – ასე გამოეხმაურა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” რადიო “მწვანე ტალღა”-ს დირექტორი მაკა ჯახუა მთავრობის გადაწყვეტილებას რადიომაუწყებლებს 1.5 მილიონი ლარის დავალიანება და წლის ბოლომდე, მომსახურების საფასური ჩამოაწეროს.

მთავრობა რადიომაუწყებლებს წლის ბოლომდე, მომსახურების საფასურს არ გადაახდევინებს

“ჩემთვის უკეთესი იყო სუბსიდიას თუ მივიღებდით, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანაში, ამერიკაში რადიომაუწყებლებმა ათეულობით მილიონი დოლარი მიიღეს დახმარების სახით, არა როგორც სესხი, არამედ თითქმის გრანტით, როგორც დაფინანსება იმისთვის, რომ მედიას გაეგრძელებინა მუშაობა.

გვქონდა მოლოდინი, რომ უფრო მეტს მივიღებდით, მაგრამ ჩვენც გვესმის, რომ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია და ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით, საქართველოს ბევრად უჭირს, სხვა მდგომარეობაშია და ამაზეც მადლობას ვამბობთ, რაც მივიღეთ.

ასეთი კომპლექსური ნაბიჯები რა თქმა უნდა, ნიშნავს რადიოსექტორის გადარჩენას: ნათია კუპრაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებაზე

ჩვენ ველოდებით განხილვას საკანონმდებლო ინიციატივის, რომლის თანაავტორი არის „ფორტუნა“, მისი ხელმძღვანელი, მე და "მწვანე ტალღა"-ს დირექტორი,- განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

ძალიან დაგვეხმარება ის ფაქტი, რომ წლის ბოლომდე გადასახდელი არ გვექნება. განსაკუთრებით დაგვეხმარება ისეთ რადიოებს, რომელთაც ერთი და ორი ანძა კი არა, არამედ 16 და მეტი აქვთ. ეს ძალიან დიდი ფინანსური წნეხი იყო. ის ფაქტი, რომ ვალები არ დაგროვდება და სხვა საჭიროებებს მოხმარდება, იქნება შვება ორგანიზაციებისთვის.

ზოგადად, უკმაყოფილო ვართ, რომ დროში ასე გაიწელა, მაგრამ კმაყოფილი ვართ, რომ შედეგი მაინც მიღწეულ იქნა. ეს გამოცდილებაც მივიღეთ, როგორ ველაპარაკოთ მთავრობას, ძალიან დაგვეხმარა კომუნიკაციების კომისია, რომელმაც მოდერატორის ფუნქცია შეასრულა და ძალიან წარმატებით ჩაიარა ამ პროცესმა და კიდევ მოველით შემდგომ ნაბიჯებს კონკრეტულად ამ პარლამენტში, კანონში ცვლილებაზე, რომელიც ასევე შეღავათი იქნება”.- განაცხადა “ფორტუნას” ეთერში მაკა ჯახუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g