ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსზე ტესტს მთელ მოსახლეობას ჩაუტარებენ.
BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქში კორონავირუსის დელტა შტამის შემთხვევები დაფიქსირდა და ადგილობრივი გადაცემის შვიდი შემთხვევა გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ბოლო 10 დღის მანძილზე კორონავირუსით დაინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
უხანში, დაახლოებით 11 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.