LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება: ზახაროვა

52
1

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინა, როგორც ჩანს, დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება.

როგორც რუსული მედია წერს, დიპლომატის თქმით, რუსეთი სინანულს გამოთქვამს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები უკრაინას სრულად უჭერენ მხარს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ “ჯვაროსნულ ლაშქრობაში”:

“უკრაინის ხელისუფლება, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტს 20%-ით გაზრდის, როგორც ჩანს, დონბასში კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტისთვის ემზადება.

ძალიან სამწუხაროა, რომ ნატოს ქვეყნები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას. ჯვაროსნული ლაშქრობა საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ? ან რა არის ეს? ისინი უკრაინას არა მხოლოდ აწვდიან გარკვეული ტიპის იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას, არამედ აგზავნიან სამხედროებს სხვადასხვა ქვეყნიდან” – თქვა დღეს გამართულ ბრიფინგზე ზახაროვამ.

მისივე თქმით, დღეს უკრაინაში 10 000-მდე უცხოელი სამხედროა, მათგან 4 000 კი უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უმაღლეს რადაში განაცხადა, რომ ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი მომავალ წელს თითქმის 12 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ზახაროვამ კი აღნიშნა, რომ “ეს არის 12 მილიარდი დოლარი საკუთარ მოქალაქეებთან ომისთვის, სწორედ მათთან, რომლებზეც ასე ხშირად საუბრობენ და ფიქრობენ მხოლოდ მაშინ, როცა სამხედრო ბიუჯეტებს ამტკიცებენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები